ჩინური აეროკოსმოსური კორპორაცია (CASIC) ახალი სწრაფმავალი მატარებლის გამოშვებას აპირებს, რომელიც საათში 4 ათასი კილომეტრ სიჩქარეს განავითარებს. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Sina.com იტყობინება. HyperFlight ტიპის მატარებელი მაგნიტური სისტემით იქნება აღჭურვილი და გვირაბში დაბალი ვაკუუმით იმოძრავებს. ახალი მოდელის შექმნაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20 ცნობილი კონსტრუქტორი მიიღებს.