ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები შეერთებულ შტატებს ჰყავს. ახალი რეიტინგი კომპანია Global Firepower-მა გამოაქვეყნა. მეორე ადგილს რეიტინგში რუსეთის არმია იკავებს, მესამე პოზიციაზე კი ჩინეთის არმიაა. რეიტინგის ათეულში ინდოეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იაპონია, თურქეთი, გერმანია და ეგვიპტეც მოხვდნენ.