ისრაელის არმიის საბრძოლო მასალების ერთ-ერთი საწყობიდან 15 ათასი ვაზნა გაუჩინარდა. ამის შესახებ გამოცემა Walla იტყობინება. მძარცველებმა საწყობის კედელი გაანგრიეს და საწყობში შეაღწიეს. ვაზნები მათ საწყობის ტერიტორიიდან ავტომანქანებით გაიტანეს, ისე, რომ დაცვას საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.