ჩრდილოეთ კალიფორნიაში ტყის ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს. 29 წლის მამაკაცს ბრალი კოცონის დანთებაში და შემდეგ მის უყურადღებოდ მიტოვებაში ედება. ხანძარი სწრაფად გავრცელდა და ტყის მასივის გარდა, 10-მდე შენობა გაანადგურა. ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.