"რესპუბიკური პარტია" შეშფოთებას გამოთქვამს დემირელის სკოლისათვის ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აღსანიშნავია, რომ დემირელის სკოლისა და მისი დირექტორის, ემრე ჩამუქის, ირგვლივ განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს და ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების შთაბეჭდილებას.
"მიმდინარე მოვლენების ფონზე სრულიად მიუღებელია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ სკოლისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველის შემთხვევა, რადგან 2017 წლის დასაწყისში ავტორიზაცია შეუჩერეს დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს ე.წ. „შაჰინის“ სკოლას. ამ ფაქტს წინ უძღოდა თურქეთის გენერალური კონსულის განცხადება, რომელშის ამტკიცებდა, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით. პარალელურად: ა) გრძელდება სამართლებრივი დავა სკოლის დირექტორის, ემრე ჩამუქისათვის, ლტოლვისის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს მიერ უარის თქმის თაობაზე; ბ)საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს ამავე სკოლის მფლობელს (60%), გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინს.
რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ასე თანმიმდევრულად და დაუსაბუთებლად მიღებული გადაწყვეტილებები ეჭქვეშ აყენებს მისი ყველა შტოს, პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც უცილობლად გამოიღებს მძიმე შედეგებს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვალსაზრისით", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დემირელის სახელობის სკოლამ ავტორიზაციის 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საბჭოს კვლავ მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ამ ფაქტს კოლეჯის დირექტორი, მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები აპროტესტებენ.