ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია (NDI) საქართველოში 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. გრძელვადიანი დელეგაცია უკვე თბილისშია.
მისია 15 საერთაშორისო დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს, საარჩევნო ექსპერტებსა და რეგიონის სპეციალისტებს წარმოადგენენ.
სადამკვირვებლო მისიას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.