ამ დროში, რაც დარჩენილია მესამე მოსმენამდე, როგორც ჩანს, [საკონტიტუციო ცვლილებებზე] შეთანხმება იქნება შეუძლებელი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, არავინ ამბობს უარს შეხვედრასა და დისკუსიაზე, თუმცა ოპოზიციური პარტიების მხრიდან რაციონალური მიდგომა არ არსებობს.
"ჩვენ დავტოვეთ დიალოგის და დისკუსიის ღია სივრცე. ვცადეთ, რომ გამოყენებულიყო ყველა შესაძლებლობა კონსტიტუციის მესამე მოსმენით გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ ეს დრო გამოყენებული ყოფილიყო დამატებითი დისკუსიისთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ ჩანს კონსტრუქციული მიდგომა და წინაპირობა რაიმე ტიპის კონსენსუსის. ჩვენი მხრიდან გადადგმული იქნა ყველა ნაბიჯი ამ შეთანხმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ მოჰყვა შემხვედრი რაციონალური გადაწყვეტილებები. ჯერჯერობით, მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს შეთანხმების დამატებითი სახით გამოყენებული. ამ დროში, რაც დარჩენილია მესამე მოსმენამდე, როგორც ჩანს, შეთანხმება იქნება შეუძლებელი", - განაცხადა ბესელიამ.