ინდოეთში სტიქიას ებრძვიან. მუმბაიში წყალდიდობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა, ათამდე კი დაკარგულად ითვლება. პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. დატბორილია ასობით საცხოვრებელი სახლი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი. გადადებულია ათობით საჰაერო რეისი. სტიქიით მიყენებული ზარალი მილიონობით დოლარს ითვლის.