საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ყაზახეთში საკონსტიტუციო საკითხებზე დაგეგმილ საერთშორისო კონფერენციას დაესწრო, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს მიეძღვნა.
სამეცნიერო კონფერენციას ,,კონსტიტუცია და საზოგადოებისა და ხელისუფლების მოდერნიზაცია'' სხვადასხვა ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ყაზახეთის სამთავრობო წრეების უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, კონფერენციაზე იმსჯელეს კონსტიტუციის როლზე სახელმწიფოში და საზოგადოებაში, მოდერნიზაციის გამოწვევებსა და საკონსტიტუციო რეფორმის პრინციპებზე.
ანა დოლიძე კონფერენციის ფარგლებში კოლეგებს და ყაზახეთის სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებისას საუბარი საკონსტიტუციო რეფორმებსა და მის მნიშვნელობას შეეხო.
ანა დოლიძე კონფერენციაზე ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიწვევით იმყოფება, რომელიც ვენეციის კომისიასთან ერთად ორგანიზებას უწევს აღნიშნული კონფერენციის ჩატარებას.