აშშ პრეზიდენტი მეუღლეთან მელანია ტრამპთან ერთად ტეხასის შტატში ჩავიდა და სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. თეთრი სახლის ლიდერი და პირველი ლედი თავდაპირველად ქალაქ კორპუს-კრისტის ეწვივნენ, სადაც შტატი სგუბერნატორს შეხვდნენ. პრეზიდენტმა სტიქიური უბედურების ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში ჩაიბარა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია 26 აგვისტოს დაატყდა თავს. დონალდ ტრაპმა შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.