აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს უკრაინა ავიაციით დაეხმარება, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ საქართველოში 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა.
„უკრაინიდან ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვერტმფრენს. სულ უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება. ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.