საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში ჩავა, სადაც თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდება.
საქართველოს დელეგაციაში ასევე იქნებიან პირველი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრემიერმინისტრის მრჩევლები საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში თედო ჯაფარიძე და გოგი ვაშაყმაძე.