დღეს მათი [საქართველოს მთავრობის] ამორალიზმი იქამდე მივიდა რომ [ბორჯომის ხეობაში] წვიმის მადლს, მისგან ჩამქრალ ცეცხლს თავის თავზე იწერენ, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბორჯომის უნიკალური ხეობა მთავრობის დანაშაულებრივი უმოქმედობით განადგურდა.
"მთავრობის დანაშაულებრივი უმოქმედობით განადგურდა ბორჯომის უნიკალური ხეობა, ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება ვერ შეეშვა ჯიპებს, ძვირადღირებულ ავეჯს და ვერ შექმნა ელემენტარული ხანძარსაწინააღმდეგო ავიაცია. დღეს მათი ამორალიზმი იქამდე მივიდა რომ წვიმის მადლს, მისგან ჩამქრალ ცეცხლს თავის თავზე იწერენ", - განაცხადა ნათელაშვილმა.