ფილიპინების პრეზიდენტმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. როდრიგო დუტერტემ სამართალდამცველებს იმ კრიმინალების ლიკვიდაციის უფლება მისცა, რომლებიც პოლიციას არ დაემორჩილებიან.
„პირდაპირ ესროლეთ იმ იდიოტებს, ვინც არ დაგემორჩილებათ,“-განაცხადა ფილიპინების ლიდერმა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულის წინაარმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს ფილიპინებში ათობით ადამიანი ემსხვერპლა.