ზურაბ ნეფარიძე არ იყო გამორჩეული მაღალი პოლიტიკური აქტივობით, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტების კითხვას, უკავშირდება თუ არა ზურაბ ნეფარიძის დაკავება მის პოლიტიკურ აქტივობას.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.
"ზურა ნეფარიძე არ იყო მაინცდამაინც გამორჩეული მაღალი პოლიტიკური აქტივობით. არა მგონია რამე მსგავსთან გვქონდეს საქმე. ის იყო საკრებულოს ჩვეულებრივი დეპუტატი. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება გვეტყვის იმ შედეგებს, რომელიც გამოძიებით იქნება დადგენილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.