ცნობილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის ფერმას, სადაც ის 1908-1910 წლებში ცხოვრობდა, აუქციონზე ყდიან. ამის შესახებ ABC News იტყობინება. ფერმა კონეკტიკუტში მდებარეობს და 7 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. მას მარკ ტვენის უფროსი ქალიშვილის სახელი, ჯეინი ჰქვია. ფერმას რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა ორიგინალური იერი შეინარჩუნა. მისი საწყისი ღირებულება 1,85 მილიონი დოლარია.