თბილისში, ვეფხისა და მოყმის ძეგლთან ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.