საქართველოში აშშ-ის საელჩომ ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრეებს ცეცხლგამძლე ფეხსაცმელები, სულ 500 წყვილი საჩუქრად გადასცა.
თბილისის რაიონულ სამაშველო სამსახურში, საჩუქრის გადაცემის ცერმონიაზე ამერიკის ელჩის მოადგილე ელისაბეტ რუდი იმყოფებოდა.
როგორც მან აღნიშნა მაშველებმა მიმდინარე დღეებში ბორჯომის ხეობაში გმირულად იმუშავეს და საჩუქარი მადლიერების ნიშნად გადასცეს.
მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მომავალშიცგაუწევს დახმარებას.
მეხხანძრე-მაშველების სპეციალური ფეხსაცმელი 65 ათასი ლარის ღირებულებისაა.