ბედნიერი ბილეთის მფლობელმა მევის უონჩიკმა, რომელმაც პოვერბალის ლატარიის ჯეკპოტი მოიგო, სამსახური დატოვა. „პირველი, რაც გავაკეთე, სამსახურში დავრეკე და ვუთხარი, რომ აღარ მივიდოდი. მინდა ცოტათი მოვეშვა და დავისვენო,“-განაცხადა საავადმყოფის ყოფილმა კლერკმა. პოვერბალის ჯეკპოტი გუშინ გათამაშა. უონჩიკმა 758 მილიონ 700 ათასი დოლარი მოიგო.