ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღეს სასამართლოს წინაშე უნდა წარმსდგარიყო, გაუჩინარდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ინგლაკ ჩინავატი ქვეყნიდან გაიქცა და თავს სინგაპურს აფარებს. სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი უკვე გასცა. ჩინავატს ბრალი კორუფციულ გარიგებებში ედებოდა.