სამსუნგის ხელმძღვანელი ლი ჩჟე იონი დამნაშავედ ცნეს. სეულის სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კორპორაციის ხელმძღვანელს ბრალი კორუფციულ გარიგებებში დასდეს. როგორც გაირკვა, ექსპრეზიდენტ პან კინ ხეს მეგობარ ქალს ჩჟე იონი სოლიდურ თანხებს ურიცხავდა. პროკურატურა მისთვის 12 წლიან პატიმრობას ითხოვდა.