ინციდენტი ავსტრალიის დედაქალაქში. კანბერას უნივერსიტეტში პოლიციამ შეიარაღებული პირი დააკავა. დაკავებული ამავე უნივერსიტეტში სწავლობს და 4 სტუდენტზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ის სტუდენტებს თავს ბეისბოლის ჯოხით უნივერსიტეტის ეზოში დაესხა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე აღარ ემუქრება. თავდასხმის მოტივი ჯერ- ჯერობით უცნობია.