ტეხასის შტატში სინოპტიკოსები სტიქიას პროგნოზირებენ. ტროპიკული შტორმი „ჰარვი“ ტეხასამდე უახლოეს საათებში მიაღწევს. ადგილობრივი მცხოვრებლები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უკვე გააფრთხილეს. სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება.