ჰოლანდიის პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავა. სამართალდამცველების თქმით, ახლაგზარდა მამაკაცი როტერდამში მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა. რამდენიმე საათით ადრე ტერორისტული საფრთხის გამო ქალქში დაგეგმილი როკ ჯგუფის კონცერტიც გააუქმეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ ახლომდებარე ტერიტორიაზე გაზის ბალონებით სავსე ფურგონი აღმოაჩინა.