„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს, თუმცა მოსკოვის აგრესიული ქმედება ნდობას, სტაბილურობასა და ევროპის უსაფრთოებას ეჭვ ქვეშ აყენებს“- ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იტალიაში ვიზიტისას გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას განაგრძობს. გენერალური მდივნის განცხადებით, ნატოს დღეს რუსეთთან ორმხრივი მიდგომა აქვს - თავდაცვა და დიალოგი. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ალიანსი რუსეთთან კონსტრუქციული და პროგნოზირებადი ურთიერთობისკენ ისწრაფვის.