კატალონიის ტერაქტებში ეჭვმიტანილ დრის უკაბირს ციხეში ლიკვიდაციით ემუქრებიან. ამის შესახებ გამოცემა El Pais იტყობინება. ეჭვმიტანილი ამჟამად სოტო-დელ-რეალის ციხეში იმყოფება. პატიმრები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, რის გამოც განსასჯელმა ციხის ადმინისტრაციას დახმარებისთვის მიმართა. მასშტაბური ტერორისტული აქტები კატალონიაში 17 აგვისტოს განხორციელდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.