ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპატრიარქოსთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხის რაოდენობას აქვეყნებს.
არასამთავრობო მიიჩნევს, რომ ამ თანხით მთავრობა 4 სამაშველო ვერტმფრენს შეიძენდა.
"ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს საკმარისი რაოდენობის ვერტმფრენები არ ჰყავს. 2014-2016 წლებში, საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტიდან 96,374,314 ლარი მიიღო. ამ თანხით მთავრობას 4 სამაშველო ვერტმფრენის ყიდვა შეეძლო", - წერს TDI.