პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ 2008 წელს რუსეთის მიერ ბორჯომის ტყის დაწვა ეჭვქვეშ დააყენა.
მისი თქმით, "თუ რუსებმა ჩამოყარეს და მათ დაწვეს, ახლა ხომ უნდათ დახმარება და ჩაქრობა". მისივე განცხადებით, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ წელს უკვე კი არ დაეწვა, არამედ ჩაექრო.
„რუსი ტურისტები ხომ გვინდა, ხომ გვიხარია, ხომ შემოდიან ათეული ათასობით, მაშინ რატომ არ გვახსოვს ჩვენი ღირსება და პატრიოტიზმი? ალაგ-ალაგ გვახსოვს? ეგება ამ ხანძრის ერთობლივი ჩაქრობის დროს მინიმალური კონტაქტები დამყარდებოდა მაინც ამხელა უზარმაზარ მეზობელ ქვეყანასთან, რომელიც არის ოკუპანტი, „რუსთავი 2-სთვის“ სპეციალურად ვამბობ ამას, მაგრამ რა ვქნათ. ხომ ხედავთ ჩვენი ძალებით გვიჭირს ასეთი მასშტაბის კატასტროფებთან გამკლავება",-განაცხადა ადა მარშანიამ.