კოპენჰაგენის პოლიცია ადასტურებს, რომ გაუჩინარებული ჟურნალისტის, კიმ ვალის ცხედარი იპოვნა. თავმოკვეთილი ქალის ცხედარი სამართალდამცავებმა სანაპიროსთან აღმოაჩინეს. ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალი კონსტრუქტორ პეტერ მადსენს ედება, რომელთან ერთადაც კიმ ვალი წყალქვეშა ნავში იმყოფებოდა. ბრალდებული ირწმუნება, რომ ჟურნალისტი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.