დუბლინში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები და მანქანის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველების განცხადებით, ამ ეტაპზე მომხდარში ტერორისტული კვალი არ იკვეთება. მიმდინარეობს გამოძიება.