ჩრდილოეთ კორეამ გუამის ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის გეგმაზე მუშაობა დაასრულა და ამას აუცილებლად გააკეთებს, თუ შეერთებული შტატები კეთილგონიერებას არ გამოიჩენს. ამის შესახებ რუსეთში ფხენიანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზინ ჩჟონ ხეპმა განაცხადა.
„მოსამზადებელი პერიოდი დასრულებულია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა შეერთებული შტატები. თუ ისინი კეთილგონიერებას არ გამოიჩენენ, კორეის ნახევარკუნძულზე სერიოზულ მარცხს განიცდიან და მთელი მსოფლიოს წინაშე შეირცხვენენ თავს,“-აღნისნა დიპლომატმა.