ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს მთავრობას აზერბიაჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან ერთად, შესაძლოა, დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღმოუჩინოს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საელჩოში განცხადება 17:00 საათზე გაკეთდება.
მედიისთვის კომენტარს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი გააკეთებს.