ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. რადიკალი ისლამისტი, 19 წლის არტურ გაჯიევი რუსეთის ქალაქ სურგუტში მომხდარი თავდასხმის შესახებ საუბრობს და მორიგი ტერორისტული აქტებით იმუქრება. თავდასხმა სურგუტში 2 დღის წინ მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს დაესხა თავს და 7 ადამიანი დაჭრა. პოლიციამ ის ადგილზე მოკლა.