ფხენიანი აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნებით უკმაყოფილოა. კიმ ჩენ ინის რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სეული და ვაშინგტონი ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარების გამო პასუხს აგებენ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო სწავლების მიზანი თავდაცვის გაძლიერებაა და მიზნად კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაციას არ ისახავს.