ბანგლადეშის პრემიერ-მინისტ, შეიხ ხასინზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილ 10 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, კიდევ 10 განსასჯელს კი სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა. თავდასხმა 2000 წელს პოლიციამ აღკვეთა. სამართალდამცველებმა 75-კილოგრამიანი ბომბი აღმოაჩინეს, რომლითაც ტერორისტები პრემიერის აფეთქებას გეგმავდნენ.