მორიგი თავდასხმა რუსეთში. ბელგოროდის ოლქის ქალაქ ვალუიკში პოლიციამ 3 ცხედარი იპოვნა. სამართალდამცავებმა მათი ვინაობა უკვე დაადგინეს. მოკლული ადგილობრივი ბიზნესმენი, მისი მეუღლე და ვაჟი არიან. ცხედრებს ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.