თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ სააგენტო საბაჰი იტყობინება. რენატ ბაკიევი თურქეთის პოლიციამ გუშინ დააპატიმრა. ის ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე თვითმფრინავის აფეთქებას და ალევიტთა ასოციაციის ცენტრში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.