მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოტოციკლისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპული მოტოციკლისტის იდენტიფიცრება ჯერ არ მომხდარა.
ცნობისთვის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მინივენი და მოტოციკლი შეეჯახნენ.