თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მინივენი და მოტოციკლი შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანებები მიიღო მოტოციკლისტმა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.