თავდასხმა ლაიფციგში. სამზარეულოს დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა რკინიგზის სადგურზე 56 წლის ქალი დაჭრა. დაჭრილი ქალბატონი მძიმე ჭრილობებით ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. 28 წლის ლიბიელი ახალგაზრდა თავდასხმიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.