პარიზში სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა წინასწარ მომზადებული იყო. ამის შესახებ ქალაქ ლევალუა-პერეს მერმა განაცხადა, სადაც დღეს დილით თავდასხმა განხორციელდა. პატრიკ ბალკანის თქმით, მანქანა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფში შეიჭრა, მანამდე ყაზარმასთან იდგა და სამხედროების გამოსვლას ელოდებოდა. თავდასხმა ფრანგ სამხედროებზე პარიზის გარეუბანში დილის 6 საათზე განხორციელდა. BMW-ს მარკის ავტომობილი სამხედრო მოსამსახურეებს დაეჯახა, რის შედეგადაც 6 მათგანი დაშავდა. მანქანის მძღოლმა გაქცევა შეძლო. მას ამ დრომდე ეძებენ.