ფხენიანი ვაშინგტონის მუქარას მუქარითვე პასუხობს. ფხენიანი აცხადებს, რომ გუამის ამერიკული ბაზის დაბომბვას აპირებს. ცენტრალური სატელეფრაფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდაცვის უწყება სპეციალურ გეგმაზე მუშაობს, რომელიც საშუალო რადიუსის რაკეტების, ხვანსონ 12-ების გამოყენებას ითვალისწინებს. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ფხენიანი ამერიკის ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს, ცეცხლსა და მრისხანებას მიიღებს.