ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, -ამის შესახებ საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღლუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც დაესწრება.
სამხედრო აღლუმი კიევში 24 აგვისტოს გაიმართება და მასში ბრიტანელი, ლატვიელი და ლიტველი სამხედრო მოსამსახურეებიც მიიღებენ მონაწილეობას.