საქართველოს ექსპრეზიდენტი ლიტვის მოქალაქეობაზე უარს ამბობს. საგანგებო განცხადება მან ვილნიუსში გააკეთა, სადაც რუსეთის საელჩოს წინ გამართულ აქციას დაესწრო.
"მე უკრაინის მოქალაქეობა უნდა დავიბრუნო, რადგანაც ის უკანონოდ ჩამომართვეს. ბევრი უკრაინელი თავს შეურაცყხოფილად და მიტოვებულად იგრძნობს, თუკი ამას არ გავაკეთებ. მე არ ვარ ლიტვის მოქალაქეობის მიღების პრეტენდენტი, თუმცა მადლობელი ვარ ზოგიერთი ლიტველი პოლიტიკოსის, რომელიც ამას მთავაზობს,“-აღნიშნა სააკაშვილმა.