საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკავშილი სავარაუდოდ, ლიტვაში იმყოფება.
დემოკრატიული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი ტომას კაზულენასის მიერ "ტვიტერზე" გავრცელებულ ფოტოზე მიხეილ სააკაშვილი ჩანს. ის წერს, რომ ფოტო რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებაზეა გადაღებული.
პოლონურმა რადიომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა ქვეყნის ტერიტორია დატოვა. სააკაშვილმა ჟურნალისტებთან მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის პასპორტით ჩაფრინდა შეერთებული შტატებიდან პოლონეთში და აპირებს ევროპის სხვა ქვეყნებში ჩასვლასაც, ვიდრე უკრაინაში დაბრუნებას შეძლებს. ის ასევე ამბობს, რომ სხვა ქვეყნის პასპორტი არა აქვს.