სამწუხაროდ, მსოფლიომ ეს გაკვეთილი ვერ გაითავისა, - ასე გამოეხმაურა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლისთავს.
როგორც მინისტრი Twitter-ში წერს,9 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი ომი წამოიწყო.
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული წინასწარ დაგეგმილი ომიდან 9 წელი გავიდა, სამწუხაროდ, მსოფლიომ ეს გაკვეთილი ვერ გაითავისა", - წერს ლინას ლინკევიჩუსი.