დარწმუნებული ვარ, რომ ეს ე.წ ვიზიტი რუსეთის ფედერაციას ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს, - ამის შესახებ საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სოხუმში ვიზიტი ერთიანი სცენარის ნაწილია, რითაც რუსეთი გეგმავს იმ იტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციას, რასაც ამდენი ხანია ეწევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ე.წ ვიზიტი რუსეთის ფედერაციას ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთიანობა აუცილებლად აღდგება სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობით და ჩართულობით და ჩვენი მეგობრობის ისეთი მხარდაჭერით, როგორიც სულ ახლახანს იყო გამოხატული აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.