საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ლეგალური გზით დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ მან პოლონეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის საკანონმდებლო ბაზას სწავლობს და სასამართლოში საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძოლებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში დაბრუნებას მაშინ ეცდება, როდესაც საამისოდ მზად იქნება.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთს დღეს ტოვებს. ის ევროპაში მოგზაურობის გაგრძელებას და პოლიტიკოსებთან შეხვედრებს გეგმავს.