სამხრეთ კორეის პროკურატურა სამსუნგის ვიცე-პრეზიდენტისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. ლი ჩჟე ენს კორუფციაში ადანაშაულებენ. პოლიციამ ის სეულში 17 თებერვალს დააპატიმრა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩჟე ენმა სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტის მეგობარ ქალს, ჩოი სუნ სილს 38 მილიონი დოლარი ქრთამის სახით გადასცა, რის სანაცვლოდაც 2015 წელს მთავრობამ სამსუნგს ორი მსხვილი ფილიალის გაერთიანების უფლება მისცა.