მოსკოვის მიერ ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომლების შემცირება შეერთებული შტატების მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. ამის შესახებ მანილაში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტს ესწრება. რექს ტილერსონის თქმით, ვაშინგტონი საპასუხო ზომებს პირველ სექტემბერს მიიღებს. სამიტის ფარგლებში ტილერსონი რუს კოლეგასაც შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი თემა სანქციები იყო.